ტურები საზღვარგარეთ

Greece! Mout Athos!

შეხვდი გიორგობას ათონის მთაზე დააზუსტეთ ფასი ნანახია 126 ჯერ

ტურის აღწერა

Greece! Mout Athos!
საბერძნეთი! ათონის მთა!
Греция! Гора Афон!

შეხვდი გიორგობას ათონის მთაზე და მოილოცე ივერონის მონასტერი !
ექსკლუზიური ტური მხოლოდ მამაკაცებისთვის ქართველი გიდის თანმხლებით!
ტურის ფარგლებში საშუალება გექნებათ მოილოცოთ
ათონის მთის 15 მდე მონასტერი და სკიტი

✈ ტურის პერიოდი : 19/11 - 26/11
ტურის ღირებულება : 1020 ₾

✈ ტურის პერიოდი: 10/12 - 17/12
ტურის ღირებულება : 1020 ₾

1 დღე. თესალონიკი – ურანუპოლისი
ჩაფრენა ქ. თესალონიკის აეროპორტში. ჯგუფური ტრანსფერი ურანუპოლისში. სასტუმროში განთავსება.

2 დღე. ურანუპოლი– ათონის წმ. მთა
საუზმე სასტუმროში. 8.30 საათზე შეკრება სამომლოცველო ცენტრის «სოლუნის» ოფისთან ურანუპოლისში.
დიამონიტირიონის მიღება (ათონის ვიზა). გემით გამგზავრება 9.45 საათზე. ჩასვლა დოქიარის მონასტერში. მარიამის „მსწრაფლშემსმენელი“ ხატის თაყვანისცემა.გადასვლა (ფეხით) სანაპიროთიქსენოფონტეს მონასტერში. მონასტერში განთავსება. დასვენება, საღამოს ღვთისმსახურებაზე დასწრება. ტრაპეზი. ღამისთევა.

3 დღე. ათონის წმ. მთა
ღვთისმსახურების შემდგომ გემით დაფნიში გადასვლა. გადაჯდომა კატერზე და წმ. ანას სკიტის მიმართულებით გამგზავრება. გადმოსვლა წმინდა პავლეს მონასტრის ნავსაყუდელთან, მოგვთა ძღვენის თაყვანისცემა (სურვილის შემთხვევაში ჯგუფს შესაძლებლობა ექნება ერთი გაჩერებით უფრო ადრე ჩამოვიდნენ,რათა ეწვიონ წმ. დიონისიატის მონასტერს და შემდგომ უკვე ფეხით მივიდნენ წმ. პავლეს მონასტრამდე). წმ. ანას სკიტიში გადასვლა. განთავსება სკიტში. ღამისთევა. საღამოს ღვთისმსახურება, ტრაპეზი.

4 დღე. ათონის წმ. მთა
დილის ლიტურგიის და ტრაპეზის შემდეგ ბორანით გამგზავრება დაფნში.
გადაჯდომა კარიესის ავტობუსზე. განთავსება წმ. ანდრიას სკიტში. ფეხით კარიესში გადასვლა,ღვთისმშობლის ხატის «ღირს არსის» თაყვანისცემა, კუტლუმუსის მონასტრამდე გადასვლა, კარაის კელიასთან მდებარე ეკლესიაში სასწაულმოქმედი ხატის «ძუძუსმაწოვებელის» თაყვანისცემა. დაბრუნება სკიტში. საღამოს ღვთისმსახურება, ღამისთევა.

5 დღე. ათონის წმ. მთა
დილის ლიტურგიის და ტრაპეზის შემდეგ ფეხით გადასვლა ბერი გაბრიელის კელიამდე, პანაღუსას კელიის მონახულება, სადაც ცხოვრობდა ღირსი პაისი მთაწმინდელი. გადასვლა ივერონის მონასტერში. სასწაულმოქმედი ხატის «კარიბჭის ღვთისმშობლის» თაყვანისცემა. მონასტერში განთავსება, ტრაპეზი, ღამისთევა (იმ შემთხვევაში თუ, მონასტერი ვერ მიიღებს მომლოცველებს, ისინი განთავსდებიან პანდოკრატორის მონასტერში).

6 დღე. ათონის წმ. მთა
დილის ღვთისმსახურების და ტრაპეზის შემდგომ ტრანსფერი ქსიროპოტამის მონასტრამდე. გადასვლა წმინდა პანტელეიმონის მონასტერში. განთავსება. ტრაპეზი. ღამისთევა.

7 დღე. ათონის წმ. მთა – ურანუპოლისი
დილის ლიტურგიის და ტრაპეზის შემდეგ გემით ურანუპოლისში გამგზავრება. სასტუმროში განთავსება.

8 დღე. ურანუპოლისი – თესალონიკის აეროპორტი

ღირებულებაში შედის:
• სასტუმროში განთავსება
• ჯგუფური ტრანსფერი (აეროპორტი - ურანოპოლისი - აეროპორტი)
• ღამისთევა მონასტერში
• გემი - ურანოპოლისი -ათონი - ურანოპოლისი
• გემის და ავტობუსის ბილეთები ათონის ტერიტორიაზე

ღირებულებაში არ შედის:
• ავიაბილეთი : ქუთაისი - სალონიკი - ქუთაისი

ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე 2 ადგილიან ნომერში
✔დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

Цены указаны на одного человека в двухместном номере
✔для получения дополнительной информации обращайтесь

ტურის მახასიათებლები

  • ფასი დააზუსტეთ ფასი
  • ტურის ტიპი: დასვენება
  • ღირებულებაში შედის:
    • ორმხრივი ავიაბილეთი
    • ჯგუფური ტრანსფერი
    • სამოგზაურო დაზღვევა
    • სასტუმრო
    • 2 ადგილიან ნომერში
    • პროგრამით გათვალისწინებული კვების ტიპი
    • შიდა ტრანსფერები
    • ღამისთევა მონასტერში
    • გემი
    • ფასში არ შედის:
      • ავიაბილეთები
      • ჩასაბარებელი ბარგი
      • ჩასაბარებელი ბარგი

ტურის წინასწარი დაჯავშნა

შეტყობინებები გათვალისწინებული იქნება ადმინისტრაციის მიერ, რაც შეიძლება მალე

captcha

ძებნა

მისამართი და ტელეფონები

ისანი მოლი. ნავთლუღის ქ. 8ა. თბილისი. საქართველო
   
Mob / Viber / WhatsApp:
  +995 5 95 413060
   
Office:
  +995 32 2200709
   
Skype  agtravelge

stars

ისანი მოლი. ნავთლუღის ქ. 8ა, თბილისი. საქართველო.